პოლიტიკა
„ნაციონალურ მოძრაობასა“ და პრეზიდენტ ზურაბიშვილს შორის გადაულახავ განსხვავებად დარჩება ის, რომ მან პრეზიდენტი სააკაშვილის შეწყალების გადაწყვეტილება არ მიიღო - ამ ფაქტს ისტორია შეაფასებს, როგორც ერთი მედასავლეთე პრეზიდენტი, რომელმაც მეორე მედასავლეთე პრეზიდენტი არ შეიწყალა და მისი ხელით დატოვა ივანიშვილის რუსული რეჟიმის ტყვეობაში, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან განაცხადა