პოლიტიკა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელი - ბორჯომში, ხანძრის ქრობის პროცესისთვის მობილიზებულია 250-მდე მეხანძრე მაშველი და სამი ვერტმფრენი
ბორჯომის მუნიციპალიტეტში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი აცხადებს, რომ ხანძრის ქრობის პროცესს კლიმატური პირობები ართულებს, ასევე მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი, რომლებიც ძლიერი ქარის ჩადგომისთანავე განაახლებს ხანძრის ქრობის სამუშაოებს