პოლიტიკა
გამოითქვა შეშფოთება, რომ მიგრაციის პროცესების გააქტიურება ზრდის ქვეყანაში აივ/შიდსის ეპიდსიტუაციის გაუარესების რისკებს, რაც საფუძველს მოკლებული არ არის - როცა აივ-ზე მაღალი რისკის ქვეყნებიდან მიგრაცია გაზრდილია, კარგი იქნება, თუ შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები გამონახავენ სამართლებრივ ფორმას, რათა ზოგიერთი ტიპის მიგრანტებისთვის საჭირო იყოს აივ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა ან აივ-ზე გამოკვლევის შეთავაზება,- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც მის „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელდა