პოლიტიკა
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები მაქსიმალურად შეეცდებიან, წინასაარჩევნოდ ქვეყანაში დაძაბულობა და არეულობა შექმნან,_ ამის შესახებ მან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული იმ ინფორმაციის შეფასებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც, პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები, ხელოვნური ინტელექტისა და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელებას გეგმავენ