შაბათი, ივლისი 18, 2026

ზამთარში, კოვიდ-19-ის ახალი შტამი შეიძლება გაჩნდეს- ფაუჩი


ზამთარში, კოვიდ-19-ის ახალი შტამი შეიძლება გაჩნდეს- ფაუჩი

axios-ის ინფორმაციით, ამერიკელი ინფექციონისტი ენტონი ფაუჩი ამბობს, რომ ამ ზამთარში შესაძლებელია კოვიდ-19-ის ახალი შტამი გაჩნდეს და ინფიცირების შემთხვევებმაც მოიმატოს. „იწყება ზამთრის თვეები, სადაც არ აქვს მნიშვნელობა რა რესპირატორული დაავადებაა, ყოველთვის არის მატების რისკი",_ განაცხადა ფაუჩიმ. ფაუჩიმ აღნიშნა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი შემცირდა, მაგრამ ჯერ ნაადრევია პანდემიის დასრულებაზე საუბარი. მსოფლიოში, კორონავირუსით ინფიცირების შედეგად 6.5 მილიონ ადამიანზე მეტი გარდაიცვალა



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია