შაბათი, ივლისი 18, 2026

გაბრიელ სალუქვაძე საჭადრაკო ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა


გაბრიელ სალუქვაძე საჭადრაკო ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების გავრცელებული ინფორმაციით, გაბრიელ სალუქვაძე საჭადრაკო ტურნირის ვიცე - ჩემპიონი გახდა! ლანჩხუთში დღეს დასრულდა ლანჩხუთის ახალგაზრდული ფესტივალი, ჭადრაკის ტურნირი 10 წლამდე ჭაბუკთა შორის. ტურნირში წარმატებით იასპარეზა და შინ ვერცხლის მედლით დაბრუნდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების ჭადრაკის სექციის სპორტსმენი გაბრიელ სალუქვაძე. 9 წლის გაბრიელმა. 7 პარტიიდან 5,5 აიღო და დამსახურებულად შეჯიბრის ვიცე - ჩემპიონი გახდა. მწვრთნელები : ელგუჯა ურუშაძე, გიორგი გოგოლაური.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია