- იანვარი 25, 2026
თბილისში თივით დატვირთულ მანქანას ცეცხლი გაუჩნდა
- მარტი 05, 2018
- , სპორტი
თბილისში, კოსტავას ქუჩაზე თივით დატვირთულ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. როგორც „გურია ნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს ხანძრის დროს ავტომანქანის მძღოლი ადგილზე არ იმყოფებოდა. უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია. ადგილზე ორი სახანძრო ბრიგადა მუშაობდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.