შაბათი, ივლისი 18, 2026

ოზურგეთში, შპს „ვასაძის პურის“ პირველ სართულზე ხანძარი გაჩნდა: „ზარალი საკმაოდ დიდია“


ოზურგეთში, შპს „ვასაძის პურის“ პირველ სართულზე ხანძარი გაჩნდა: „ზარალი საკმაოდ დიდია“

ოზურგეთში, შპს "ვასაძის პურის" პირველ სართულზე განთავსებულ მარკეტში ხანძარი გააჩნდა. შემთხვევა ღამით, დაახლოებით 2 საათზე მოხდა. მარკეტის მენეჯერი, ნატო რუსიძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ხანძრის შედეგად მარკეტს დიდი ზარალი მიადგა. "ხანძრის გამომწვევი მიზეზი, სავარაუდოდ, ელექტრო ენერგიას უკავშირდება. მეხანძრე-მაშველები მალე მოვიდნენ. იყო ძლიერი დაკვამლიანება. ცეცხლი მალე ჩააქრეს და საბედნიეროდ შენობის მეორე სართული გადარჩა. ზარალი ძალიან დიდია. ჯერჯერობით ვითვლით",_ ამბობს რუსიძე. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია