შაბათი, ივლისი 18, 2026

ძლიერი ქარი, წვიმა და მეწყრული პროცესების საფრთხე- გაფრთხილება ამინდის შესახებ


ძლიერი ქარი, წვიმა და მეწყრული პროცესების საფრთხე-  გაფრთხილება ამინდის შესახებ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 და 13 აპრილის დღის პირველ ნახევრამდე საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. გავრცელებული ცნობით, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 2-3 ბალიანი ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა კი, საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, მაღალმთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება გამოიწვიოს.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია