შაბათი, ივლისი 18, 2026

დონბასში დაბომბვის შედეგად 2 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა და 12 დაშავდა


დონბასში დაბომბვის შედეგად 2 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა და 12 დაშავდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, დონბასში ორი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა",_ ამის შესახებ უკრაინული მედია unian გაერთიანებული ძალების შტაბის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ინფორმაციით, 21 თებერვალს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ფორმირებებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 84-ჯერ დაარღვიეს, მათგან 64 შემთხვევაში რუსეთი მინსკის შეთანხმებით აკრძალულ იარაღს იყენებდა. როგორც გაერთიანებული ძალების შტაბში აცხადებენ, რუსი ოკუპანტების დაბომბვის შედეგად ორმა უკრაინელმა ჯარისკაცმა სიცოცხლისთვის შეუსაბამო დაზიანებები მიიღო, ხოლო 12-მა ჯარისკაცმა სხვადასხვა სახის სიმძიმის დაზიანება მიიღეს. დაშავებული სამხედროები სამედიცინო დაწესებულებებში არიან გადაყვანილი. გაერთიანებული ძალების შტაბის ინფორმაციით, დღეს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ფორმირებების მიერ უკვე დაფიქსირდა 3 დარღვევა, აქედან 2 მინსკის შეთანხმებით აკრძალული. [sexy_author_bio]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია