- იანვარი 25, 2026
აშშ-ში „HEY JUDE” გამოარჩიეს
- მარტი 09, 2023
- , სპორტი
რამდენიმე დღის წინ ნიუ-იორკის მუსიკალური რადიოსადგური „WCBS-FM”-ის მსმენელებმა, ყველა დროის საყვარელი კომპოზიციების სია შეადგინეს. ამ ჩამონათვალში 500 სიმღერა აღმოჩნდა. საინტერესოა, რომ რეიტინგში წინა საუკუნის 50-იანი წლების მხოლოდ ორი კომპოზიცია აღმოჩნდა. Bobby Darin’s-ის „Mack the Knife”-მ 25-ე ადგილი დაიკავა, ელვის პრესლის სიმღერა „Jailhouse Rock” 268 საფეხურზე აღმოჩნდა. ამერიკელი მელომანების საერთო გადაწყვეტილებით, ყველა დროის საუკეთესო კომპოზიცია „The Beatles”-ის „Hey Jude” გახლავთ. მეორე პოზიციაზე დაუვიწყარი „Hotel California” განთავსდა, მესამეზე კი ჯგუფი „Four Seasons”-ის „Sherry”. პოპულარული კომპოზიციების პირველი ათეული შემდეგნაირად გამოიყურება. „Hey Jude” – The Beatles “Hotel California” – Eagles “Sherry” – Four Seasons “Brown Eyed Girl” – Van Morrison “Respect” – Aretha Franklin “Your Song” – Elton John “(I Can’t Get No) Satisfaction – Rolling Stones “Don’t Stop Believin” – Journey “American Pie” – Don McLean “Sweet Home Alabama” – Lynyrd Skynyrd [simple-author-box]