შაბათი, ივლისი 18, 2026

აგავას ყვავილობა ოზურგეთში


აგავას ყვავილობა ოზურგეთში

ტროპიკული მცენარე აგავა საქართველოშიც, განსაკუთრებით ზღვისპირას მხარეში არის გავრცელებული. ცნობლია,რომ ის მხოლოდ ერთხელ, სოციცხლის დასასრულს ჰყვავის. ახლახან, ოზურგეთში, ქალაქის ბიბლიოთეკის დირექტორის ,ლიკა ბაქანიძის საკარმიდამოში, (ლნჩხუთის ქუჩა, #4) სახლის წინ , უზარმაზარი საყვავილე ღერო ამოიღო. -სახლს ასცდა სიმაღლეში, ექვს მეტრზე მეტი იქნება. ახლა გვერდითა საყვავილე ღეროებიც ამოიღო. ვფიქრობ, მალე სრულად აყვავდება. ასაკით 30 წლისაა. ეზოში ჩემი მამამთილის დარგულია, - გვითხრა ქალბატონმა ლიკამ. 2014 წელს, გურიაში, სოფელ ნატანებში აყვავდა 40 წლის აგავა. ეს მეორე ფაქტია.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია