შაბათი, ივლისი 18, 2026

“ერთი შვილი გულით დაავადებულია ” – მოქალაქე მეხუთე დღეა, დახმარებას უშედეგოდ ელოდება


“ერთი შვილი გულით დაავადებულია ” – მოქალაქე მეხუთე დღეა, დახმარებას უშედეგოდ ელოდება

მოქალაქე სოფო ჯებაშვილი დახმარებას უკვე მეხუთე დღეა, უშედეგოდ ელოდება. მან "გურია ნიუსს" გუშინ მოწერა. მისი თქმით, ოზურგეთში, სოფელ ორმეთში მეხუთე დღეა, მისი ორი შვილია ჩარჩენილი და მათთან კონტაქტზე ვერ გადის. დღეს ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, კიდევ ერთხელ დავურეკეთ, თუმცა მდგომარეობა უცვლელია. "სამწუხაროდ, ისევ ისეა. ამ დრომდე ვერ ვუკავშირდები შვილებს, რომელიც ბებია-ბაბუასთან მყავდა დატოვებული, ხიმშიაშვილების ოჯახში. ერთ შვილს გულით დაავადებულია, მას გულის მანკი აქვს. ეგებ წამალი სჭირდება. კიდე ერთხელ ვითხოვ შველას. ყველა მირეკავსდა მეუბნებიან,რომ სოფელში შესვლას ცდილობენ, მაგრამ ვერ შედიან". ჩვენ გუშინვე დავუკავშირდით შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუმცა უწყების კოემენტარი ამ დრომდე არ მიგვიღია. ბავშვები 9 და 12 წლის არიან. “კონტაქტზე ვერ გავდივართ, გვიშველეთ! ერთ ბავშვს გულის მანკი აქვს!”



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია