შაბათი, ივლისი 18, 2026

ვის დაუფინანსებს მერია სწავლის საფასურს


ვის დაუფინანსებს მერია სწავლის საფასურს

სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, თბილისის მერიაში 5 მარტიდან დღემდე 1 900-ზე მეტი განაცხადი შემოვიდა, აქედან 254 განაცხადი უკვე დაკმაყოფილდა, - ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრისა და შშმ სტუდენტებისთვის 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსებას. „ძალიან დიდია ინტერესი აღნიშნულ პროგრამასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, შემოსული განაცხადების განხილვა გრძელდება და ეტაპობრივად ყველა იქნება დაკმაყოფილებული. განცხადებების მიღება გაგრძელდება 31 მაისამდე. ასე რომ, იაქტიურეთ, წარმოადგინეთ განაცხადები და მუნიციპალიტეტი ყველანაირად დაგეხმარებათ ამ მიმართულებით“, - განაცხადა თბილისის მერმა. ამასთანავე, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, 442 წარმატებული მაგისტრანტი თბილისის მერიის ფინანსურ დახმარებას მიიღებს, რაც ასევე მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ხელშეწყობის თვალსაზრისით.



მსგავსი სიახლეები

Saitebis damzadeba
  • მაისი 04, 2026
Saitebis damzadeba
საიტის შექმნა
  • მაისი 04, 2026
საიტის შექმნა
massmedia.ge – განცხადება
  • თებერვალი 25, 2026
massmedia.ge – განცხადება
ყველა უფლება დაცულია