შაბათი, ივლისი 18, 2026

უკრაინა საქართველოს მოუწოდებს რუსეთთან ვაჭრობის გააქტიურებაზე უარი თქვას


უკრაინა საქართველოს მოუწოდებს რუსეთთან ვაჭრობის გააქტიურებაზე უარი თქვას

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად მიუღებლად მიიჩნევს საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო ურთიერთობების გააქტიურებას და მოუწოდებს თბილისს დისტანცირება მოახდინოს რუსეთის გადაწყვეტილებისგან ზოგიერთი არსებული სავაჭრო სანქციების მოხსნის შესახებ. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ ფეისბუქზე განაცხადა, იტყობინება Ukrinform. „ჩვენ მიგვაჩნია, რომ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობა, რომლის შეიარაღებული ძალები უტევს უკრაინის მშვიდობიან ქალაქებს რაკეტებითა და ბომბებით, კლავენ უდანაშაულო მოქალაქეებს, მათ შორის ბავშვებს, მიუღებელია“, - თქვა სპიკერმა. სამინისტრომ ასევე მოუწოდა თბილისს, საჯაროდ დაშორდეს რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებას, რომლის ხელმძღვანელობა არღვევს საერთაშორისო კანონს და ახორციელებს სამხედრო დანაშაულებებს უკრაინაში. ნიკოლენკომ დასძინა, რომ რუსულ კომპანიებთან ბიზნესის კეთება რუსეთს დამატებით რესურსებს აძლევს "უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი ომის გასაგრძელებლად და ამით მიღებული მოგება გაჟღენთილია მოკლული უკრაინის მოქალაქეების სისხლში". „საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის რუსეთის შეიარაღებული აგრესიის გამო, ქართველმა ხალხმა, სამწუხაროდ, კარგად იცის ომის საშინელება, რომელიც ახლა უკრაინელები იძულებულნი არიან გაიარონ. ამავდროულად, როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლებას ეს ყველაფერი დავიწყებული აქვს და ახლა ცდილობენ გამოიყენონ მომენტი საკუთარი ინტერესების დასაკმაყოფილებლად“, - თქვა მან.



მსგავსი სიახლეები

Saitebis damzadeba
  • მაისი 04, 2026
Saitebis damzadeba
საიტის შექმნა
  • მაისი 04, 2026
საიტის შექმნა
massmedia.ge – განცხადება
  • თებერვალი 25, 2026
massmedia.ge – განცხადება
ყველა უფლება დაცულია