შაბათი, ივლისი 18, 2026

სიტყვიერი შეურაცხყოფა და ფეხსაცმლის სროლა სასამართლო დარბაზში


სიტყვიერი შეურაცხყოფა და ფეხსაცმლის სროლა სასამართლო დარბაზში

საქართველოს პროკურატურამ, სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. 9 მაისს, მცხეთის რაიონულ სასამართლოში, პოლიციელზე თავდასხმისათვის ბრალდებულების - ბ.შ.-ს და გ.შ.-ს აღკვეთის ღონისძიების შერჩევის პროცესზე, სხდომის დარბაზში, მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებისა და ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შემდეგ, ბრალდებულმა ბ.შ.-მ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პროკურორებს და ფეხსაცმელი ისროლა. ბ.შ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით (სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფით) წარედგინა. საქმეზე გრძელდება გამოძიება.



მსგავსი სიახლეები

Saitebis damzadeba
  • მაისი 04, 2026
Saitebis damzadeba
საიტის შექმნა
  • მაისი 04, 2026
საიტის შექმნა
massmedia.ge – განცხადება
  • თებერვალი 25, 2026
massmedia.ge – განცხადება
ყველა უფლება დაცულია