შაბათი, ივლისი 18, 2026

შოვში 16 ცხედარია ნაპოვნი


შოვში 16 ცხედარია ნაპოვნი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თქმით, ამ დროისთვის შოვში, სტიქიის ზონაში ჯამში 16 ცხედარია ნაპოვნი. “დღეს ნანახია 5 ცხედარი, რომელიც გადასვენებულია პროზექტურაში. საერთო ჯამში სტიქიის ზონაში 16 ცხედარია მოძიებული. მიმდინარეობს ცხედრების იდენტიფიცირება. ცხედრები ნანახია ერთი და იგივე ე.წ. კოტეჯების ლოკაციაზე. რაც შეეხება, სამაშველო ღონისძიებების მიმდინარეობას დღეს დილიდან აქტიური სამუშაოების შედეგად მოეწყო მდინარეზე გადასასვლელი რკინის კონსტრუქციის ხიდი, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ სტიქიის ზონაში შევიყვანოთ ყველა საჭირო ტექნიკა. ჩვენ დღეს ორი მანქანა აღმოვაჩინეთ მდინარის კალაპოტში. ამ დროისთვის მიმდინარეობს აღნიშნული მანქანების ამოყვანა მდინარის კალაპოტიდან. შიგნით არ აღმოჩნდნენ ადამიანები. ერთ-ერთი მანქანის მეპატრონეები დადგენილი გვყავს, ცოცხლები და ჯანმრთელები არიან”. – აღნიშნა თემურ მღებრიშვილმა.



მსგავსი სიახლეები

Saitebis damzadeba
  • მაისი 04, 2026
Saitebis damzadeba
საიტის შექმნა
  • მაისი 04, 2026
საიტის შექმნა
massmedia.ge – განცხადება
  • თებერვალი 25, 2026
massmedia.ge – განცხადება
ყველა უფლება დაცულია