შაბათი, ივლისი 18, 2026

შარლ მიშელი: ვიმედოვნებ, საქართველოს საკითხი დაბრუნდება მოლაპარაკების მაგიდასთან


შარლ მიშელი: ვიმედოვნებ, საქართველოს საკითხი დაბრუნდება მოლაპარაკების მაგიდასთან

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა სლოვენიაში, სტრატეგიულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროკავშირის გაფართოება აღარ არის ოცნება და დროა, რომ ბლოკმა წინ წაიწიოს. მიშელის თქმით, ეს ამბიციური, მაგრამ აუცილებელია. „ეს აჩვენებს, რომ ჩვენ სერიოზულები ვართ, ამიტომ ევროკავშირის ლიდერები განიხილავენ გაფართოებას ევროსაბჭოს მომავალ სხდომებზე. ჩვენი პოზიციაა უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყება; ასევე, ველოდები, რომ ბოსნია-ჰერცეგოვინისა და საქართველოს საკითხიც დაბრუნდება მოლაპარაკების მაგიდასთან. ახლა არ არის ადგილი წარსული კონფლიქტებისთვის. ჩვენ ვგრძნობთ, რომ თქვენ და თქვენს ხალხს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, სურთ, შთაგონებული იყვნენ უფრო ნათელი, სამართლიანი, აყვავებული მომავლით და შეუერთდნენ ჩვენს კავშირს“, – განაცხადა შარლ მიშელმა.



მსგავსი სიახლეები

Saitebis damzadeba
  • მაისი 04, 2026
Saitebis damzadeba
საიტის შექმნა
  • მაისი 04, 2026
საიტის შექმნა
massmedia.ge – განცხადება
  • თებერვალი 25, 2026
massmedia.ge – განცხადება
ყველა უფლება დაცულია