შაბათი, ივლისი 18, 2026

სამადაშვილი – ხელისუფლებამ საკუთარ თავს დელეგიტიმაცია გაუკეთა


სამადაშვილი – ხელისუფლებამ საკუთარ თავს დელეგიტიმაცია გაუკეთა

„ქართული ოცნება“ არის ამ ქვეყნის ისტორიაში პირველი ხელისუფლება, რომელმაც საკუთარ თავს დელეგიტიმაცია გაუკეთა, ხელისუფლებაში ყოფნის პირობებშიც კი. ამის შესახებ "ლელოს" დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. „ის, რაც დღეს ხდება, ეს არის არალეგიტიმური პროცესი. რამდენმა კომიტეტმაც არ უნდა დაამტკიცოს ეს კანონი, რამდენჯერაც არ უნდა უყარონ კენჭი, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ რობოკოპებისა და მთელი ძალოვანი სტრუქტურების მობილიზაციის პირობებში უწევთ საკუთარი დეპუტატების შემოპარება, ეს ნიშნავს ერთადერთ რამეს, რომ ამ ხელისუფლებას ლეგიტიმაცია აქვს დაკარგული. ამ კანონს თუ მიიღებენ და დაამტკიცებენ, საერთაშორისო სანქციების ქვეშ აღმოჩნდებიან არამხოლოდ ეს სამარცხვინო რუსი დეპუტატები, რომლებიც დღეს რუსულ დავალებას ასრულებენ, არამედ, ფაქტობრივად მთელი მთავრობაც. საერთაშორისო სანქციების ქვეშ მოქცეული მთავრობა ნიშნავს არალეგიტიმურ მთავრობას და ჩვენ მივალთ იქამდე, რომ სწორედ დემოკრატიული პროცესით ქვეყანას ეყოლება ლეგიტიმური, დემოკრატიულად, ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება,“- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.



მსგავსი სიახლეები

Saitebis damzadeba
  • მაისი 04, 2026
Saitebis damzadeba
საიტის შექმნა
  • მაისი 04, 2026
საიტის შექმნა
massmedia.ge – განცხადება
  • თებერვალი 25, 2026
massmedia.ge – განცხადება
ყველა უფლება დაცულია