- მაისი 04, 2026
საკვები, რომელიც გულის დაავადების რისკს ამცირებს- ახალი კვლევა
- აპრილი 01, 2022
- , საზოგადოება
ამერიკის გულის ასოციაციის ჟურნალის მიერ გავრცელებული ახალი კვლევის შედეგების მიხედვით, მეცნიერებმა დაადგინეს საკვები, რომლის კვირაში 2-ჯერ მიღებაც გულის დაავადებების რისკს ამცირებს. გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, კვირაში ორი ან მეტი პორციის ავოკადოს მირთმევა ასოცირდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დაბალ რისკთან. გავრცელებული ინფორმაციით, მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს 68 000-ზე მეტ ქალზე, რომელთა ასაკიც 30-იდან 55 წლამდეა და 41 700-ზე მეტი კაცზე, რომელთა ასაკი 40-75 წელია. "ჩვენი კვლევა იძლევა დამატებით მტკიცებულებებს, რომ მცენარეული წარმოშობის უჯერი ცხიმების მიღებამ შეიძლება გააუმჯობესოს დიეტის ხარისხი და მნიშვნელოვანი კომპონენტია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკაში“, - თქვა ლორენა ს. პაჩეკომ, კვლევის წამყვანმა ავტორმა. ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ კვირაში ორჯერ ავოკადოს მიღებამ შეიძლება შეამციროს გულის დაავადების რისკი 16%-ით. გარდა ამისა, ავოკადოს შერევა თითქმის ყველაფერში, კვერცხის სალათიდან დაწყებული, ბლინებითა და ბურგერებით დამთავრებული.