შაბათი, ივლისი 18, 2026

რომელი ქალები გამოიყურებიან ასაკის მატებასთან ერთად უფრო ახალგაზრდულად


რომელი ქალები გამოიყურებიან ასაკის მატებასთან ერთად უფრო ახალგაზრდულად

სულით ბავშვია, გასაოცრად ინფანტილური და მუდმივად სასწაულების მორწმუნე. ქალი ვერძი აქტიური, დინამიკური და მოუსვენარია. ამიტომ არასოდეს რჩება დრო იმის გასააზრებლად, რა ულმობლად მიქრის დრო. იგი იშვიათად ზრუნავს საკუთარ გარეგნობაზე თავგადაკლულად. სამაგიეროდ, ყოველთვის იმოსება ახალგაზრდულ სტილში და გარეგნობაც უწყობს ამაში ხელს. როგორც წესი, ტანმორჩილები, მოუსვენრები, საოცრად დახვეწილები და ქალურები არიან. ტყუპ ქალს ასაკს ვერასოდეს შეატყობთ, იმიტომ, რომ იგი საოცრად მოხდენილი, მოქნილი და დახვეწილია. იმოსება, როგორც თინეიჯერი. იშვიათად უჩივის ზედმეტ წონას და ცდილობს, მუდმივად გაიფართოოს ჰორიზონტი, ინტელექტუალურად განვითარდეს. ხანდაზმულ ასაკშიც არ იშლის ფლირტს და მუდმივად ჰყავს თაყვანისმცემლები. მშვილდოსანი სურვილი, მუდმივად იხეტიალოს და გამუდმებით მიიღოს ახალ-ახალი შეგრძნებები, ალბათ, არის კიდეც ქალი მშვილდოსნისთვის ახალგაზრდობის „ელექსირის“ საიდუმლო. მშვილდოსანი ქალები სპორტს მისდევენ, ოპტიმისტები არიან, უყვართ ცხოველები, ბავშვები, ტყე-ღრეში ხეტიალი და მხიარულება. მათთვის ცხოვრება ერთი დიდი საცირკო ბალაგანია, სადაც თავადაც სიამოვნებით ირგებენ ჯამბაზის როლს. ჰოდა, ასეთ ქალს რა დააბერებს, აბა? [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

Saitebis damzadeba
  • მაისი 04, 2026
Saitebis damzadeba
საიტის შექმნა
  • მაისი 04, 2026
საიტის შექმნა
massmedia.ge – განცხადება
  • თებერვალი 25, 2026
massmedia.ge – განცხადება
ყველა უფლება დაცულია