შაბათი, ივლისი 18, 2026

როგორ ვებრძოლოთ სლოკინს


როგორ ვებრძოლოთ სლოკინს

ყველა ჩვენგანისთვის ნაცნობია მტანჯველი განცდა, როდესაც სლოკინი გვეწყება და არა და არ გვანებებს თავს. არსებობს სლოკინის შეჩერების არაერთი მეთოდი. სუნთქვა შეიკავეთ ღრმად ჩაისუნთქეთ და 10-15 წამი სუნთქვა შეიკავეთ. 3-4 ცდის შემდეგ, ჩვეულებრივ, სლოკინი გადის. ეფექტის გაძლიერების მიზნით, სუნთქვის შეკავების შემდეგ რაც შეიძლება ნელა ამოისუნთქეთ. დალიეთ წყალი ჭიქა ცივი წყალი მაგიდის კიდეზე დადგით. ხელები ზურგისაკენ წაიღეთ და ერთმანეთს ჩასჭიდეთ. ხელების დაუხმარებლად წყალი აუჩქარებლად, პატარ-პატარა ყლუპობით დალიეთ. მოეხვიეთ დიაფრაგმას თავს მაგრად მოეხვიეთ. დიაფრაგმას (წელის ზევით მდებარეობს) 30-40 წამი ხელები მაგრად შემოაჭდეთ. ბურთის პოზა ბურთის პოზა მიიღეთ. თავი წინ დახარეთ, მუხლებზე ხელები შემოიხვიეთ და მკერდს მიაბჯინეთ. რამდენიმე წუთი ამ პოზაში დაყავით. სლოკინი შეწყდება. სწრაფად ისუნთქეთ. დაჯექით და 6-7 ჯერ სწრაფად და ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ. აცემინეთ. ეცადეთ, რამდენჯერმე დააცემინოთ. დიაფრაგმის მკვეთრად შეკუმშვა ამ დროსაც ხდება. ყინული და შაქარი ყინული და შაქარი წუწნეთ. შეგიძლიათ ყინულის ნატეხი ან ლიმონის წილაკი წუწნოთ. ზოგიერთს ჩაის კოვზი შაქრის მშრალად ჩაყლაპვაც შველის. გათბით. კარგად ეხმარება გულის კოვზის მიდამოს გათბობა. ამ ადგილას რამდენიმე წუთით სათბურა დაიდეთ.



მსგავსი სიახლეები

Saitebis damzadeba
  • მაისი 04, 2026
Saitebis damzadeba
საიტის შექმნა
  • მაისი 04, 2026
საიტის შექმნა
massmedia.ge – განცხადება
  • თებერვალი 25, 2026
massmedia.ge – განცხადება
ყველა უფლება დაცულია