შაბათი, ივლისი 18, 2026

რატომ არის საჭირო კომპიუტერული მომსახურების მიღება


რატომ არის საჭირო კომპიუტერული მომსახურების მიღება

ჩვენ ვცხოვრობთ თანამედროვე სამყაროში, სადაც ყველაფერი ელვის სისწრაფით ვითარდება. მუდმივი სიახლეები და ერთდროულად ზღვა ინფორმაციის მიღება ყოველდღიურობაზე მკაფიოდ აისახება. უკვე ჩვენ ჩვენი აწმყო ციფრულ სამყაროში გვაქვს მოქცეული და გაუცნობიერებლადაც კი დიდ დროს ციფრულ სივრცეში ვატარებთ. შეგიძლია დააკვირდე დღის განმავლობაში რამდენჯერ იღებ ტელეფონს ან ლეპტოპს? იყენებ აპლიკაციებს? ეცნობი სიახლეებს? ათვალიერებ შენთვის საინტერესო გვერდებს?

სხვათა შორის ტელეფონებმა და ლეპტოპებმა ბევრ ადამიანს ტელევიზორის ქონის საჭიროებაც კი ჩაუნაცვლა და აღარ იყენებენ.

ზუსტად ეს არის თანამედროვე სამყარო, სადაც თითოეული ჩვენგანი ყოველდღიურად ვართ დამოკიდებულნი ტექნოლოგიაზე, მაგრამ სხვადასხვა გზებითა და საჭიროებებით. სწორედ ტექნოლოგიისა და ციფრული სივრცის დამსახურებით სამყაროში აღარ არის ინფორმაციის ვაკუუმი, ნებისმიერ თემაზე მარტივად მიგიწვდება ხელი, შეგიძლია ისწავლო, განვითარდე და გაიგო იმაზე მეტი ვიდრე გუშინ იცოდი.

დღეს თუ კი თვალს გადაავლებ განათლების სისტემას, უნივერსიტეტის პროგრამებსა და ვაკანსიებს ნახავ, რომ ახალი პროფესიები საკმაოდ მოთხოვნადი ხდება. თითქმის ყველა კომპანია, იქნება ეს დიდი თუ პატარა, დადგა იმ რეალობის წინაშე, სადაც გააცნობიერეს, რომ ციფრულ სამყაროში მოგზაურობა მათთვის გაცილებით მომგებიანია. შესაბამისად ციფრული პროფესიები საკმაოდ დაფასებულიც კი გახდა. და ადამიანს, რომელსაც მსგავსი პროფესია აქვს ხომ წარმოგიდგენიათ რა დროს ატარებს ტელეფონთან და კომპიუტერთან? რა მოცულობის აპლიკაციებს იყენებს და რამდენი ფაილის შენახვა უწევს კომპიუტერში? დღის ნახევარზე მეტს მსგავსი პროფესიის ადამიანები ციფრულ სივრცეში ატარებენ და მზა პროდუქტს უკვე შენ ხედავ.

მაგრამ, მნიშვნელოვანი ფაქტია ისიც, რომ მსგავსი ტემპით მოწყობილობების და განსაკუთრებით კომპიუტერის მუშაობა კარგი შედეგებით არ სრულდება. ხშირად მოწყობილობები გადახურდებიან, ითიშებიან და იკარგება მნიშვნელოვანი ფაილები, ინფორმაციები და შესაძლოა აღდგენა ვერ მოხდეს. სწორედ ამიტომ არის საჭირო კომპიუტერული მომსახურება მიიღოთ დროულად, თავიდან აიცილებთ უსიამოვნებებსაც და დაიცავთ თქვენს მოწყობილობებსაც.

თუ კი დროულად ჩაუტარებთ კომპიუტერს ტექნიკურ მომსახურებას, თავიდან აიცილებთ შემდეგ საფრთხეებს:

• ვირუსებს და მავნე პროგრამებს, რომელიც მოწყობილობას ძალიან აზიანებს;

• მონაცემების დაკარგვას;

• სისტემის გაუმართაობა;

• ტექნიკურ დაზიანებებს;

• გადახურებას.

 

კომპიუტერული მომსახურების ძირითადი ტიპები:

ვინდოუსის გადაყენება

ოპერაციული სისტემები (Windows, macOS) საჭიროებენ განახლებას, რადგან დროთა განმავლობაში შესაძლოა ვეღარ იმუშაოს სწრაფად, ქონდეს შეფერხებები და დაკარგოს თქვენთვის მნიშვნელოვანი ფაილები. ახალი სისტემის დაყენება/განახლება კი ზრდის კომპიუტერის სიჩქარეს და რაც მთავარია სტაბილურად მუშაობას.

 

ანტივირუსული დაცვა და ვირუსებისგან გაწმენდა

ვინაიდან ციფრულ სამყაროში ციფრული ვირუსებისგან დაცულნი არ ვართ საჭიროა მიიღოთ მომსახურება ანტივირუსული პროგრამის დაყენებაზე.

 

მონაცემების აღდგენა

თუ კი დაკარგე მნიშვნელოვანი ფაილი, საქმე სპეციალისტს მიანდე.

 

დიაგნოსტიკა

დროთა განმავლობაში კომპიუტერს უზიანდება მყარი დისკი ან სხვადასხვა ნაწილები, რომლის შეცვლაც კომპიუტერის გამართულად მუშაობისთვის აუცილებელია.

 

IT მხარდაჭერა, ტექნიკური კონსულტაცია

 

ქსელური მომსახურებები

კაბელური და უსადენო ქსელების დაყენება;

ქსელური მოწყობილობების -router, switch, firewall კონფიგურაცია.

 

საოფისე პროგრამები/ლიცენზიების მართვა

Microsoft Office, (Word, Excel and PowerPoint) Adobe და სხვა აუცილებელი პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია და ამ პროგრამებისთვის როგორც ლიცენზიების შეძენა ასევე მართვაში დახმარება.

 

ახლა კი მნიშვნელოვანი კითხვა თუ რატომ უნდა აირჩიოთ პროფესიონალური მომსახურება?

ყველა პრობლემას ჭრის ის ადამიანი, რომელიც პრობლემის წარმოქმნის მიზეზში ერკვევა და იცის მოგვარების გზები.

პროფესიონალური მომსახურების მიღებით დაზოგავთ დროსა და რესურს, დაიცავთ მონაცემების უსაფრთხოებას და რაც ძალიან მნიშვნელოვანია მიიღებთ სრულყოფილ ტექნიკურ მხარდაჭერას თანაც ნებისმიერ დროს.

ნუ იფიქრებ, რომ კომპიუტერული მომსახურების მიღება ხარჯია და შეგიძლია თავად გაუმკლავდე ამ პრობლემას, რადგან ასეთ შემთხვევაში შესაძლოა უარესი შედეგი მიიღო, აღარ გამოსწორდეს და რაც შეეხება ხარჯს კიდევ უფრო გაგეზარდოთ.  მნიშვნელოვანია პრობლემა სპეციალისტმა მოაგვაროს, ასე თავიდან უსიამოვნებების აცილებას შეძლებთ.

გახსოვდეს, რომ დროული და პროფესიონალური მხარდაჭერა უზრუნველყოფს სისტემის უსაფრთხოდ და გამართულად მუშაობას.



მსგავსი სიახლეები

Saitebis damzadeba
  • მაისი 04, 2026
Saitebis damzadeba
საიტის შექმნა
  • მაისი 04, 2026
საიტის შექმნა
massmedia.ge – განცხადება
  • თებერვალი 25, 2026
massmedia.ge – განცხადება
ყველა უფლება დაცულია