შაბათი, ივლისი 18, 2026

რას წერს გიორგი მამარდაშვილი “ლივერპულში” გადასვლის შემდეგ წერილში


რას წერს გიორგი მამარდაშვილი “ლივერპულში” გადასვლის შემდეგ წერილში

"ლივერპულში" ოფიციალურად გადასვლის შემდეგ საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილმა სოციალურ ქსელში წერილი გაავრცელა. "მოგესალმებით. "ვალენსიაზე" და ამ კლუბზე საუბარს მადლიერების გამოხატვის გარეშე ვერ დავიწყებ. მინდა მადლობა გითხრათ სამი წლის განმავლობაში უწყვეტი მხარდაჭერისთვის და სიყვარულისთვის,რომელსაც კლუბში მოსვლის პირველი დღიდან, ყველა ეტაპზე ვგრძნობ. სიტყვები არ არის საკმარისი, გამოვხატო მადლიერება იმ ყველაფრისთვის, რაც "ვალენსიამ", ამ დიდმა საფეხბურთო ოჯახმა მომცა. "ვალენსიამ" შეცვალა ჩემი ცხოვრება და შექმნა ჩემი კარიერა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე, დავრჩე კიდევ ერთი წელი "ვალენსიაში" და დავეხმარო გუნდს თავისი მიზნის მიღწევაში. ყველამ ვიცით, როგორი რთული წელი გველოდება და როგორი გარდამტეხია ეს პერიოდი თავად კლუბისთვისაც. ამიტომ, როგორც არასდროს, ისე უნდა დავდგეთ ერთად და ვიბრძოლოთ ბოლომდე!"_ წერს მამარდაშვილი.



მსგავსი სიახლეები

Saitebis damzadeba
  • მაისი 04, 2026
Saitebis damzadeba
საიტის შექმნა
  • მაისი 04, 2026
საიტის შექმნა
massmedia.ge – განცხადება
  • თებერვალი 25, 2026
massmedia.ge – განცხადება
ყველა უფლება დაცულია