შაბათი, ივლისი 18, 2026

მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა არაფერს ცვლის – გიგა ბოკერია


მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა  არაფერს ცვლის – გიგა ბოკერია

"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" თავმჯდომარე გიგა ბოკერია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა-არ ჩამოსვლის ფაქტი, შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში არაფერს არ ცვლის. ამის შესახებ ოპოზიციონერმა "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა. "მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა ჩემთვის არაფერს ცვლის, არც კი მჭირდება ამ დისკუსიაში შესვლა, თუ რას იზამს ან რას არ იზამს სააკაშვილი. მე გავრისკავდი და ვიტყოდი, რომ მისი მომხრეებისთვისაც კი, ის ამოცანა, რასაც ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება ჰქვია, უცვლელი რჩება, იმის მიუხედავად, თუ რას იტყვის სააკაშვილი,"- განაცხადა გიგა ბოკერიამ. წყარო: რუსთავი 2



მსგავსი სიახლეები

Saitebis damzadeba
  • მაისი 04, 2026
Saitebis damzadeba
საიტის შექმნა
  • მაისი 04, 2026
საიტის შექმნა
massmedia.ge – განცხადება
  • თებერვალი 25, 2026
massmedia.ge – განცხადება
ყველა უფლება დაცულია