- მაისი 04, 2026
გივი ბერიკაშვილის „გაზ – 24“
- ივლისი 13, 2025
- , საზოგადოება
მსახიობი ავთო მიქაძე ამ ამბავს ხშირად ყვებოდა: „ერთ დღეს მარჯანიშვილის თეატრის წინ ვდგავარ და ამხანაგს ვესაუბრები „გაზ-24“-ზე მიყუდებული. მოვარდა ინსპექტორი (როგორც ჩანს, სულ ახალი იყო). - რატომ დგას აქ მანქანა? – მომე საბუთები! – მომმართა მკაცრად. - არ მაქვს თან, სახლში დამრჩა-მეთქი, - ამოვიოხრე. - არ გაქვს ხომ? – ძალიან კარგიიი! ახლა მიყურე, ჩაიჩოქა მანქანის წინ, ნახევარი საათი იწვალა და ოფლში გაღვრილმა ძლივს მოხსნა მანქანის წინა ნომერი. - წინა რომ მოხსენი, უკანათი ვერ ივლის მანქანა? – გავაკრიტიკე! – დაუჯდა ჭკუაში, ახლა უკან ჩაიჩოქა, გასავათდა, მაგრამ მოხსნა ისიც. - ახლა ამ ნომრებს მე წავიღებ და მომაკითხავ იქ! – მეუბნება ნიშნისმოგებით. - ავტოინსპექციაში. - რა რატომ? - რატომ უნდა მოგაკითხო ავტოინსპექციაში? - აბა, ნომრები არ გინდა? - ეს ჩემი მანქანა არაა. - რააა?! – ფერი დაკარგა ინსპექტორმა და შეხედა, როგორ გამორბოდა თეატრის შენობიდან გივი ბერიკაშვილი. - რას შვები, კაცო, შენა! – გაგიჟდი? – ახლავე მიაკარი ნომრები ჩემს მანქანას! - თქვენია, ბატონო გივი? ბოდიში, ახლავე - ჩაიჩოქა ინსპექტორმა და ნომრების მიმაგრებას შეუდგა. აი, ასეა - გივის ყველაფერი ეპატიება საქართველოში.“