შაბათი, ივლისი 18, 2026

ენმ-ს დასახელებულ კანდიდატებში გურია ვერ მოხვდა _ ვის და როდის წარადგენს გაერთიანებული ოპოზიცია


ენმ-ს დასახელებულ კანდიდატებში გურია ვერ მოხვდა _ ვის და როდის წარადგენს გაერთიანებული ოპოზიცია

"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" რეგიონების მერობის კანდიდატები რამდენიმე წუთის წინ წარადგინა. წარდგენილ რეგიონებს შორის გურია და გურული "ნაციონალები" ვერ მოხვდნენ. რატომ არ დასახელდა გურია, ამის გასარკვევად "გურია ნიუსი" ნაციონალური მოძრაობის გურიის ადგილობრივი ორგანიზაციების ლიდერებს დაუკავშირდა. როგორც ჩვენტან საუბრისას ლანჩხუთელი "ნაციონალების" ხელმძღვანელმა კახა ასკურავამ აღნიშნა, ენმ-ს ლანჩხუთში მერობის კანდიდატი არ ეყოლება. გაერთიანემული ოპოზიციიდან კი მერობისთვის პოლიტიკური მოძრაობა "ტრიბუნას" წევრი ლია მუხაშავრია იბრძოლებს. ჩოხატაურის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელის, დიმითრი კორიფაძის თქმით, ჩოხატაურში, გაერთიანებული ოპოზიცია სამი დღის ვადაში დაასახელებს ერთიან კანდიდატს. ანალოგიური სიტუაციაა ოზურგეთშიც. თუ ვინ იქნება გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატები მომდევნო კვირაში გახდება ცნობილი. [sexy_author_bio]



მსგავსი სიახლეები

Saitebis damzadeba
  • მაისი 04, 2026
Saitebis damzadeba
საიტის შექმნა
  • მაისი 04, 2026
საიტის შექმნა
massmedia.ge – განცხადება
  • თებერვალი 25, 2026
massmedia.ge – განცხადება
ყველა უფლება დაცულია