შაბათი, ივლისი 18, 2026

დასუფთავების აქცია ბახმაროში ჩოხატაურის ქუჩიდან დაიწყო


დასუფთავების აქცია ბახმაროში ჩოხატაურის ქუჩიდან დაიწყო

დღეს ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელი კომპანიის ინიციატივით (კომპანია CCEH ჰაიდრო) კომპანიის თანამშრომლები, გარემოს დაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს წევრებთან, ჟურნალისტებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, კურორტ ბახმაროში დასუფთავების აქციას მართავენ. აქციის მონაწილეებმა დასუფთავების აქცია ჩოხატაურის ქუჩიდან დაიწყეს _ ისინი ასუფთავებენ გზისპირა ადგილებს საცხოვრებელი სახლების გასწვრივ და მიმდებარე ტერიტორიას. მიუხედავად იმისა, რომ აქ განთავსებულია ნაგვის ურნები, პერიოდულად დადის ნაგავშემკრები მანქანაც, დამსვენებლების მიერ რამდენიმე ადგილზე მაინც სტიქიური ნაგავსაყრელებია მოწყობილი. ეს კი, ღია საპირფარეშოებთან ერთად, ანტისანიტარიას ქმნის. სამწუხაროდ, დაბა ბახმაროში, ჯერჯერობით, საკანალიზაციო სისტემა არ არსებობს. _ მართალია, ჩვენ დღის განმავლობაში მაქსიმუმს ვიღონებთ ამ ტერიტორიის დასასუფთავებლად, მაგრამ სახლებთან გამეფებული ანტისანიტარიის ლიკვიდირება მხოლოდ ჩვენი ერთდღიანი აქციის ფარგლებში, შეუძლებელია, _ გვითხრეს აქციის მონაწილეებმა. [sexy_author_bio]



მსგავსი სიახლეები

Saitebis damzadeba
  • მაისი 04, 2026
Saitebis damzadeba
საიტის შექმნა
  • მაისი 04, 2026
საიტის შექმნა
massmedia.ge – განცხადება
  • თებერვალი 25, 2026
massmedia.ge – განცხადება
ყველა უფლება დაცულია