შაბათი, ივლისი 18, 2026

ჩვენ საქართველოს მიმართ ყურადღება მოვადუნეთ – კონდოლიზა რაისი


ჩვენ საქართველოს მიმართ ყურადღება მოვადუნეთ – კონდოლიზა რაისი

მე ვფიქრობ, ჩვენ საქართველოს მიმართ ყურადღება მოვადუნეთ, _ აცხადებს აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი და ამბობს, რომ ეს ყურადღება ისევ უნდა დაბრუნდეს. The Brookings Institution-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე კონდოლიზა რაისმა თქვა, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით არ მიდის. "საქართველოზე ძალიან ვღელავ. მე ვფიქრობ, ჩვენ ამ ქვეყნის მიმართ ყურადღება მოვადუნეთ და ეს ყურადღება ისევ უნდა დაუბრუნდეს მას. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ბევრი ახალგაზრდა ადამიანია, რომელიც სრულიად სხვა რამეს მოელოდა, ვიდრე არის ის, რაც დღეს ხდება საქართველოში. ჩვენ არ გავაკეთეთ საკმარისი საქართველოში ადამიანის უფლებებისთვის, პრესის თავისუფლებისთვის და ახლა არა მგონია, რომ საქართველო სწორი მიმართულებით მიდის", _ აღნიშნა კონდოლიზა რაისმა.



მსგავსი სიახლეები

Saitebis damzadeba
  • მაისი 04, 2026
Saitebis damzadeba
საიტის შექმნა
  • მაისი 04, 2026
საიტის შექმნა
massmedia.ge – განცხადება
  • თებერვალი 25, 2026
massmedia.ge – განცხადება
ყველა უფლება დაცულია