- მაისი 04, 2026
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტობუსის 16 მგზავრი დაიღუპა, შემთხვევას ემსხვერპლა მძღოლიც (ფილიპინები)
- დეკემბერი 06, 2023
- , საზოგადოება
ფილიპინებში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტობუსის 16 მგზავრი დაიღუპა. დაშავებულია 12 ადამიანი, მათი მდგომარეობა მძიმეა. ფილიპინების მაღალმთიან სოფელში, სადაც შემთხვევა მოხდა, თვითმხილველების თქმით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ჯერ ბეტონის მოაჯირს დაეჯახა, შემდეგ კი ხევში გადაიჩეხა. ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა თავად მძღოლიც.