- მაისი 04, 2026
აშშ Apple-ს უჩივის
- მარტი 22, 2024
- , საზოგადოება
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა Apple-ის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი სარჩელი შეიტანა, ტექნოლოგიური გიგანტი სმარტფონების ბაზრის მონოპოლიზებასა და კონკურენციის ჩახშობაში დაადანაშაულა,_ ინფორმაციას BBC ავრცელებს. „Apple-მა შეინარჩუნა მონოპოლიური ძალა სმარტფონების ბაზარზე არა უბრალოდ კონკურენციაზე წინ დგომით, არამედ ფედერალური ანტიმონოპოლიური კანონის დარღვევით“, - თქვა გენერალურმა პროკურორმა მერიკ გარლანდმა პრესკონფერენციაზე სარჩელის გამოცხადებისას. Apple-მა პირობა დადო, რომ "ენერგიულად" იბრძოლებს სარჩელის წინააღმდეგ და უარყოფს პრეტენზიებს.