- მაისი 04, 2026
,,ამ დროშის დაწვაზე, ერთი საბჭოური ისტორია გამახსენდა“ – ანა მიქაძე
- მარტი 14, 2023
- , საზოგადოება
ამ დროშის დაწვაზე, ერთი საბჭოური ისტორია გამახსენდა მგონი გურიაში მოხდა. გავეშებუიი ბოლშევიკები აძვრნენ ეკლესიის გუმბათზე და ეჯაჯგურებიან ჯვარს. და უკივიან მღვდელს. _ მამაოო, დამსაჯოს , აბა შენმა ღმერთმა, დამსაჯოს. უყურებს მამაო და _ მეტი რაღა დაგსაჯოს, შე უბედურო, მეტი რა უნდა დაგსაჯოს … როგორი გულდასაწყვეტია ეს სანახაობა და როგორი იაფფასიანი. და რა დიდებულია რომ ასე ცოტანი არიან", _ წერს სოციალურ ქსელში ყველის მკვლევარი ანა მიქაძე-ჩიკვაიძე.