შაბათი, ივლისი 18, 2026

აიღეთ თქვენთვის სასურველი ფერის ციფრული ბარათი (R)


აიღეთ თქვენთვის სასურველი ფერის ციფრული ბარათი (R)

თიბისის მობაილ და ინტერნეტბანკში უკვე შესაძლებელია განახლებული დიზაინის ციფრული ბარათების მომენტალურად გააქტიურება. ციფრული ბარათები 6 განსხვავებული ფერისაა და მათ მომხმარებლები საკუთარი გემოვნების მიხედვით შეარჩევენ. ინოვაციური პროდუქტი, რომელიც თიბისიმ Visa-სთან ერთად მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად შექმნა, პლასტიკური ბარათის ციფრული ანალოგია და ყველა ის ფუნქცია აქვს, რაც სადებეტო ბარათს. ციფრული ბარათით შესაძლებელია თანხის გადახდა პოს-ტერმინალებზე, ონლაინ ვაჭრობისას, ასევე ბანკომატიდან თანხის განაღდება. ციფრული ბარათის უპირატესობებია: ციფრული ბარათის გააქტიურება შესაძლებელია მომენტალურად; მომხმარებელს არ უწევს ფიზიკური პლასტიკური ბარათის ტარება; მომხმარებელს არ უწევს ფილიალში ბარათის შესაკვეთად მისვლა; ფიზიკური ბარათის დაკარგვის ან ბანკომატის მიერ მისი „ჩაყლაპვის“ შემთხვევაში, შესაძლებელია ციფრული ბარათის მომენტალურად ინტერნეტ ან მობაილბანკიდან გააქტიურება და სასურველ ანგარიშზე მიბმა; ციფრული ბარათის შეკვეთა და მიღება თიბისის მობაილ და ინტერნეტბანკიდან ძალიან მარტივადაა შესაძლებელი და ამისათვის მომხმარებელს ლოდინი არ უწევს. ბარათი მომენტალურად, მოთხოვნისთანავე აქტიურდება. ციფრული ბარათის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/first-digital-card-from-tbc



მსგავსი სიახლეები

Saitebis damzadeba
  • მაისი 04, 2026
Saitebis damzadeba
საიტის შექმნა
  • მაისი 04, 2026
საიტის შექმნა
massmedia.ge – განცხადება
  • თებერვალი 25, 2026
massmedia.ge – განცხადება
ყველა უფლება დაცულია