შაბათი, ივლისი 18, 2026

აფხაზეთში საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს


აფხაზეთში საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს

ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ. პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ვითარება კვლავ დაძაბულია, მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს _ ამის შესახებ "ტელეგრამ" არხი "D News Абхазия" იუწყება. მანამდე აქციის მონაწილეებმა ავტომობილით ღობის ნაწილი დაანგრიეს და ე.წ. პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე შევიდნენ. აქციის მონაწილეებსა და ე.წ. ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. აქციის მონაწილეებმა მათ კვერცხები და ბოთლები დაუშინეს. შეგახსენებთ, დღეს ე.წ. პარლამენტში სოხუმს და მოსკოვს შორის საინვესტიციო შეთანხმების პროექტის რატიფიცირება იგეგმებოდა. თუმცა ე.წ. „დეპუტატებმა“ დღის წესრიგი არ დაამტკიცეს და სხდომა ჩაიშალა. აქციის მონაწილეები „დეპუტატებისგან“ სხდომის გამართვას და პროექტის წინააღმდეგ ხმის მიცემას მოითხოვენ.



მსგავსი სიახლეები

Saitebis damzadeba
  • მაისი 04, 2026
Saitebis damzadeba
საიტის შექმნა
  • მაისი 04, 2026
საიტის შექმნა
massmedia.ge – განცხადება
  • თებერვალი 25, 2026
massmedia.ge – განცხადება
ყველა უფლება დაცულია