შაბათი, ივლისი 18, 2026

“თბილისის მიმართულებით ღამე მოძრაობა შეიზღუდება”- გზების დეპარტამენტი


“თბილისის მიმართულებით ღამე მოძრაობა შეიზღუდება”- გზების დეპარტამენტი

"მდინარე არაგვის ხიდზე, აღდგენითი სამუშაოების გამო, მოძრაობა ღამის საათებში შეიზღუდება",_ ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. "საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე, მდინარე არაგვის ხიდზე (მარცხენა, თბილისის მიმართულება), აღსადგენია ხიდის სავალი ნაწილის ერთ-ერთი ფილა. აღდგენითი სამუშაოებისთვის ტექნოლოგიური პროცესი მოითხოვს გარკვეულ დროს. შესაბამისად, სამუშაოების მიმდინარეობისას, საავტომობილო გზაზე გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება. კერძოდ, 8 მაისიდან, 10 დღის განმავლობაში, ხიდის მარცხენა მიმართულების ერთ ზოლზე მოძრაობა შეიზღუდება ღამის საათებში: 22:00 საათიდან - 07:00 საათამდე. დღის საათებში მოძრაობა იქნება ორ ზოლზე. მდინარე არაგვზე ახალი ხიდის მშენებლობის პროექტი უკვე მომზადებულია და უახლოეს მომავალში დაიწყება ხიდის სამშენებლო სამუშაოები. ხიდის აღდგენის სამუშაოების დასრულებამდე, ავტოტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელია ალტერნატიული გზებითაც. კერძოდ, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით ავტოტრანსპორტს შეუძლია ისარგებლობს ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორი-სკრა-ქარელი-ოსიაურისა და ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის საავტომობილო გზების გამოყენებით",_ აცხადებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.



მსგავსი სიახლეები

Saitebis damzadeba
  • მაისი 04, 2026
Saitebis damzadeba
საიტის შექმნა
  • მაისი 04, 2026
საიტის შექმნა
massmedia.ge – განცხადება
  • თებერვალი 25, 2026
massmedia.ge – განცხადება
ყველა უფლება დაცულია