შაბათი, ივლისი 18, 2026

“მშობლების მოკვლით დაემუქრა” _ ლანჩხუთელი მასწავლებლის დაკავების ახალი დეტალები


“მშობლების მოკვლით დაემუქრა” _ ლანჩხუთელი მასწავლებლის დაკავების ახალი დეტალები

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათის საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებელი, 57 წლის მამაკაცი მოსწავლის მიმართ სექსუალური ქმედების ჩადენის ბრალით დააკავეს. როგორც არასწრულწლოვნის ახლობლები ყვებიან, ფაქტის შესახებ მერვეკლასელმა გოგომ თავად უამბო თანაკლასელებს, რის შემდეგაც მოსწავლეებმა მომხდარის შესახებ სკოლის ადმინისტრაციას შეატყობინეს. საქმეში ჩაერთო პოლიციაც. "მე არც ვიცოდი, ბავშვმა განაცხადა ბავშვებთან სკოლაში, მეგობრებთან, სახლში არ თქვა. მშობლების მოკვლით დაემუქრა და შეშინებული იყო. ბავშვებთან თქვა და სკოლის დირექტორს უთხრა და სკოლის დირექტორმა დამირეკა და მივედი, დაიჭირეს იმ დღესვე", - ამბობს არასრულწლოვანის დედა. შსს-ს ინფორმაციით, , გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.



მსგავსი სიახლეები

Saitebis damzadeba
  • მაისი 04, 2026
Saitebis damzadeba
საიტის შექმნა
  • მაისი 04, 2026
საიტის შექმნა
massmedia.ge – განცხადება
  • თებერვალი 25, 2026
massmedia.ge – განცხადება
ყველა უფლება დაცულია