შაბათი, ივლისი 18, 2026

“ეს იყო გაფრთხილება”- გრიგოლ ლილუაშვილი


“ეს იყო გაფრთხილება”- გრიგოლ ლილუაშვილი

სუს-ის განცხადება იყო გაფრთხილება, რომ კანონით გათვალისწინებული წითელი ზღვარი თუ გადაიკვეთება, შესაბამისი ღონისძიებები გატარდება, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა. „ეს არის ინფორმაცია, რომელსაც სამსახური ფლობს, ეს გაკეთდა პრევენციისთვის, გასაფრთხილებლად. იმ ადამიანებისთვის გაკეთდა, რომლებიც ამაში არიან ჩართულები, რომ თუკი ისინი გადაკვეთენ კანონით გათვალისწინებულ წითელ ზღვარს, რასაც კანონდარღვევა ჰქვია, გატარდება შესაბამისი ღონისძიებები. ეს იყო გაფრთხილება, რომ უფრო სიფრთხილით მოეკიდონ ამ საკითხს, მეტი არაფერი. რა გითხრათ ახლა, სუს-იდან არ არის ეს ჩანაწერები, არის იმ ჯგუფებიდან, რომლებიც შეეცდებიან დისონანსის შეტანას ყოველდღიურ მშვიდობიან თანაცხოვრებაში“, – განაცხადა ლილუაშვილმა. ინფორმაციისთვის, სუს-მა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები არჩევნების წინ ეგმავენ ფალსიფიცირებული ჩანაწერების გავრცელებას.



მსგავსი სიახლეები

Saitebis damzadeba
  • მაისი 04, 2026
Saitebis damzadeba
საიტის შექმნა
  • მაისი 04, 2026
საიტის შექმნა
massmedia.ge – განცხადება
  • თებერვალი 25, 2026
massmedia.ge – განცხადება
ყველა უფლება დაცულია