- მაისი 04, 2026
“ახლა არის დრო, ვისაც შეგიძლიათ აიღოთ ბილეთი და ჩახვიდეთ საქართველოში, მე ვაპირებ იგივეს გაკეთებას”
- სექტემბერი 25, 2021
- , საზოგადოება
არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, მორიგ მიმართვას ავრცელებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი და მოსახლეობას საარჩევნო უბნებზე მისვლისკენ მოუწოდებს. ძალიან ახლოს არის რეფერენდუმის დღე - ამბობს მიხეილ სააკაშვილი და განსაკუთრებული აქტიურობისკენ ემიგრანტებს მოუწოდებს: "ახლა არის დრო, ვისაც შეგიძლიათ აიღოთ ბილეთი და ჩახვიდეთ საქართველოში, ახლა წყდება საქართველოს ბედი, მე ეს ვიცი და მე ვაპირებ იგივეს გაკეთებას", _ ამბობს მიხეილ სააკაშვილი. მისივე თქმით, "ქართული ოცნება" 43%-იან ბარიერს ვერ უახლოვდება და ხელისუფლებამ ეს საკუთარი შიდა კვლევებითაც კარგად იცის. მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას მიმართავს, რომ გარდამავალ პერიოდში აუცილებელია კოალიციური შეთანხმება შედგეს. გარდა ამისა, 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობა მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორებსაც კარგად აქვთ გააზრებული, რასაც ადასტურებს ევროპარლამენტიდან სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნაც.