შაბათი, ივლისი 18, 2026

„25-საწოლიანი დეპარტამენტი გამოვათავისუფლეთ ბავშვების მისაღებად” _ ივანე ჩხაიძე


„25-საწოლიანი დეპარტამენტი გამოვათავისუფლეთ ბავშვების მისაღებად” _ ივანე ჩხაიძე

მკვეთრად არის გაზრდილი ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი იაშვილის კლინიკაში, - ამის შესახებ „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, გრიპის შემთხვევების ზრდასთან ერთად გაიზარდა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც და იაშვილის კლინიკაში 25-საწოლიანი დეპარტამენტი დაამატეს. „მკვეთრად არის გაზრდილი ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი იაშვილის კლინიკაში. ერთი დეპარტამენტი მთლიანად დავუმატეთ ჩვენს სტრუქტურულ შემადგენლობას, 25 საწოლი საკმარისი არ აღმოჩნდა. კიდევ ერთი, 25-საწოლიანი დეპარტამენტი გამოვათავისუფლეთ ბავშვების მისაღებად. გრიპის მძიმე მიმდინარეობის გამო, კლინიკაში უნდა იყოს მართული. ჩვენს კლინიკაში არ დაფიქსირებულა გრიპით გარდაცვალების შემთხვევა“,-აღნიშნა ჩხაიძემ „მედიაჰოლდინგ კვირაში“.



მსგავსი სიახლეები

Saitebis damzadeba
  • მაისი 04, 2026
Saitebis damzadeba
საიტის შექმნა
  • მაისი 04, 2026
საიტის შექმნა
massmedia.ge – განცხადება
  • თებერვალი 25, 2026
massmedia.ge – განცხადება
ყველა უფლება დაცულია