- თებერვალი 25, 2022
ვისთვის იქნება ეს დღე იღბლიანი _14 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ივლისი 13, 2023
- , სამართალი
სასიკეთო დღეა მნიშვნელოვანი საქმეების მოსაგვარებლად. შესაძლოა ახალი შემოთავაზებით მოგმართონ, რომელიც პერსპექტივაში საკმაოდ მომგებიანი აღმოჩნდება. დღეს შეგიძლიათ თავს დასვენებისა და მოდუნების საშუალება მისცეთ, მაგრამ მეგობრების გარემოცვაში განტვირთვა ჯობს, რადგან ისინი საინტერესო იდეებს გაგიზიარებენ. ამაღლებული განწყობა და ენერგოტონუსი ხელს გიწყობთ ნებისმიერ საქმიანობაში წარმატებით იასპარეზოთ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ სჯობს ერთ კონკრეტულ საკითხზე კონცენტრირდეთ. იყავით ფრთხილი და დაკვირვებული, შეინარჩუნეთ სიმშვიდე, იმოქმედეთ სტრატეგიულად და კარგად დაფიქრდით სანამ იმოქმედებთ. იყავით ზომიერი და გადაანაწილეთ დრო მნიშვნელოვან საქმეებზე. გადახედეთ ახლო წარსულს და გააანალიზეთ თითოეული წარუმატებელი ნაბიჯი. დიპლომატია და დროის ეფექტური გამოყენება აი, რა გჭირდებათ დღეს. სასიკეთოდ წარიმართება მნიშნელოვანი მოლაპარაკებები და შეხვედრები. ნუ მოექცევით სხვისი ზეგავლენის ქვეშ, მოუსმინეთ გარშემომყოფებს, მაგრამ გადაწყვეტილება ნებისმიერი საკითხში თავად მიიღეთ. დაკავდით საოჯახო საქმეებით, მეტად იყავით ჩართული ბავშვების აღზრდისა და განათლების საკითხებში, ახლა ყველაზე მეტად გჭირდებათ თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან კონტაქტი. მშვილდოსანი თქვენი მთავარია იარაღი ოპტიმიზმი, პოზიტიური განწყობა და იმის განცდაა, რომ ყველაფერი რაც ხდება გარკვეულ იდეას ემსახურება, ამიტომ ნუ დაწვრილმანდებით და შეხედეთ მოვლენებს დამკვირვებლის თვალით. დღე აქტუალურია პირად-სასიყვარულო კუთხით, შესაძლოა ძველი ტრფობის ობიექტს შეხვდეთ, ან საქმიდან გამომდინარე მოგიწიოთ კომუნიკაცია, ნუ დაღონდებით, საუკეთესო ყველაფერი წინ გაქვთ. იყავით დაკვირვებული, მიაქციეთ ყურადღება მინიშნებებს. გადით ბუნებაში, ეს დაგეხმარებათ ენერგო-ტონუსის ამაღლებასა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაში. მოულოდნელობების დღეა, მაგრამ ნუ დაღონდებით, სიურპრიზები მეტწილად სასიამოვნო სახის იქნება. თუ გინდათ იყოთ ბედნიერი, გახსოვდეთ რომ ნებისმიერ ვალდებულებაზე მაღლა საკუთარი თავის სიამოვნება უნდა დააყენოთ.