- თებერვალი 25, 2022
ველური მაყვლის ფასი მოცვის ფასს გაუტოლდა: „კი ღირს, გადევიტყავო მუხლები თაღარაში სირბილით“
- აგვისტო 21, 2022
- , სამართალი
ოზურგეთის ბაზრის მიდებარედ, გარემოვაჭრეებს გასაყიდად გამოტანილი აქვთ ველური მაყვალი. ერთ კილოგრამს საშუალოდ 6-8 ლარად ჰყიდიან. _ველური მაყვლის გემო და არომატი დაგვავიწყდა. აქა-იქ გამოაქვთ გასაყიდად. ნეტავ, ეკალ-ბარდიც გადაშენდა? _ საუბრობენ ერთმანეთში მყიდველები. _ახლომახლო ტყეები და ბუჩქები, სადაც ადრე ვკრეფდით, ან გაჩეხეს, ან გადაწვეს. უმეტესად მოცვის პლანტაციები გააშენეს. ამ დილით 6 ლარად ჩავაბარე კილოგრამი. იმდენი ვიარე ტყე-ტყე, მაგრამ კი ღირს გადევიტყავო მუხლები თაღარაში სირბილით. თითქმის მოცვის ფასი აქვს. ბოლოს ერთი კილოგრამი მოცვი 5 ლარიც კი ღირდა, _ გვითხრა ერთმა მოვაჭრე ქალბატონმა, რომელც ეკალ-ბარდისგან გადატყაულ წვივებს კაბით იფარავდა. _რა ვქნა ? ლიხაურში, ფაბრიკის ბინებში ვცხოვრობ. ხუთიოდე კილო შაქრის ფული მოვაგროვე. უბრალო ხალხისთვის უწვალებლად არაფერია, _ კვლავ დაიწუწუნა მან. [simple-author-box]