შაბათი, ივლისი 18, 2026

უცნაური და სახალისო სტატისტიკა


უცნაური და სახალისო სტატისტიკა

იცით, თურმე, ყველაზე ხშირად სად იკარგება ტელევიზორის პულტი? შემთხვევები პროცენტულად ასე გადანაწილდა: 49 - დივანზე, 8 - კომოდზე, აბაზანაშიც - 8; მაცივარში - 4 და საწოლში - 2 პროცენტი. ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ თანამედროვე ადამიანს დღეს ოფისებში ძალიან პატარა სივრცე აქვს სამუშაოდ: 2004 წლიდან მოყოლებული 8,3 კვადრატული მეტრიდან ის 7 კვადრატულ მეტრამდე შემცირდა. საშუალო სტატისტიკით, რიგითი ბრიტანელი, მთელი წლის განმავლობაში 192 დღე ნაბახუსევი ბრძანდება. იცით, რომ მამაკაცების უმრავლესობას ლამაზ ქალს ფეხბურთი ურჩევნია?! „ჰეინეკენის“ გამოკითხვით, ყოველმა მეორე მამაკაცმა განაცხადა, რომ აუცილებლად უარს იტყოდა პაემანზე ყველაზე ლამაზ სუპერმოდელთანაც კი, თუკი „უეფას“ ჩემპიონთა ლიგის ფინალის ნახვის შანსი მიეცემოდა... სტადიონზე, რა თქმა უნდა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია