შაბათი, ივლისი 18, 2026

შუქრუთში აქციის სამმა მონაწილემ პირი ამოიკერა


შუქრუთში აქციის სამმა მონაწილემ პირი ამოიკერა

ჭიათურაში, სოფელ შუქრუთის სამმა მცხოვრებმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. აქციის მონაწილეები "ჯორჯიან მანგანეზის" საქმიანობას აპროტესტებენ _ ამ ინფორმაციას "მთავარი არხი" ავრცელებს. სოფლის მცხოვრებლების თქმით, უკვე წლებია რაც კომპანია მათ საცხოვრებელ სახლებთან მანგანუმს მოიპოვებს, რის გამოც მათი შენობები დაზიანდა და საცხოვრებლად უვარგისი გახდა. მათივე განცხადებით, ხელისუფლებას დახმარება არაერთხელ სთხოვეს, თუმცა უშედეგოდ. შეგახსენებთ, რომ სოფელ შუქრუთში "ჯორჯიან მანგანეზის" საქმიანობის წინააღმდეგ აქცია 173-ე დღეა უწყვეტად მიმდინარეობს.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია