შაბათი, ივლისი 18, 2026

საცობების ინდექსი მსოფლიოს ქალაქებში – რომელ ადგილზეა თბილისი


საცობების ინდექსი მსოფლიოს ქალაქებში – რომელ ადგილზეა თბილისი

5 აპრილის მონაცემებით, Numbeo-ს რეიტინგში, თბილისი, მსოფლიოს სხვადასხვა დიდ 330 ქალაქს შორის, საცობის ინდექსის (Traffic Index) მაჩვენებლით, 141-ე ადგილზეა. განვმარტოთ, რომ საცობის ინდექსი კომპოზიტური საზომია და ამ ფაქტორთა გათვალისწინებით გამოითვლება: მგზავრობის დრო, უკმაყოფილების ხარისხი, CO2-ის გამონაბოლქვი და საერთო სატრანსპორტო სისტემის ეფექტიანობა / არაეფექტიანობა. ასევე, საცობის ინდექსი (TI) გვაწვდის ინფორმაციას ქალაქის მოძრაობის საერთო პირობებზე. ჩვენი დედაქალაქის საცობის ინდექსის კოეფიციენტი 144.7-ია, რაც, როგორც აღვნიშნეთ, მსოფლიოში 141-ე შედეგია. ამ მხრივ ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს ნიგერიის ქალაქ ლაოსს, რომლის კოეფიციენტი 365.9-ს უტოლდება, მეორე ადგილზე კოსტა რიკის ქალაქი სან ხოსეა - 327.8, მესამეზე აშშ-ის მეგაპოლისი ლოს ანჯელესი - 313.2.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია