შაბათი, ივლისი 18, 2026

როდემდე შენარჩუნდება გრილი და ნალექიანი ამინდები _ პროგნოზი კობა ფარტენაძისგან


როდემდე შენარჩუნდება გრილი და ნალექიანი ამინდები _ პროგნოზი კობა ფარტენაძისგან

საქართველოში კვირის ბოლომდე შენარჩუნდება გრილი და ნალექიანი ამინდი. ქვეყნის ტერიტორიაზე კვლავ ინტენსიურად ხდება გადმონაცვლება გრილი და ნოტიო ჰაერის მასების, რომელიც არა და არ გვტოვებს და მზიანი დღეები მოგვენატრა. მომდევნო სამი დღის განმავლობაში - სანაპირო კურორტებზე პერიოდულად ნისლი და წვიმაა მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოსა და აღმოსავლეთის ბარში კი ძირითადად საღამოსა და ღამის საათებში ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ტემპერატურა ყველგან იქნება დაბალი და ჯერჯერობით არ დაგვითბება, წერს მეტეოროლოგი - კობა ფარტენაძე.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია