შაბათი, ივლისი 18, 2026

რატი ბრეგაძე: არაფორმალურ მმართველად ჩამოყალიბებულა ქალბატონი პრეზიდენტი


რატი ბრეგაძე: არაფორმალურ მმართველად ჩამოყალიბებულა ქალბატონი პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება. "საქართველოს კონსტიტუციის თანახმად: 1. საქართველოს პრეზიდენტი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი; 2. პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას წარადგენს საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური პარტია. შესაბამისად თუ ოფიციალურად პრემიერის კანდიდატურის, არც შერჩევაში და, არც წარდგენაში შეუძლია მონაწილეობა და ამ პროცესში დეკლარირებულად არაოფიციალურად მონაწილეობს, გამოდის, რომ არაფორმალურ მმართველად ჩამოყალიბებულა ქალბატონი პრეზიდენტი. P.s დემოკრატიული განვითარების დაპირება ანტიდემოკრატიული და არაკონსტიტუციური მეთოდებით რამდენად ახლოა ევროპულ ღირებულებებთან თავად განსაჯეთ",_ წერს ბრეგაძე. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტვ პირველისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ პრემიერობის კანდიდატი უკვე შერჩეული ჰყავს.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია