- თებერვალი 25, 2022
ოზურგეთის რომელ სკოლებში განახლდება ხვალ სასწავლო პროცესი
- მარტი 03, 2025
- , სამართალი
ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, ლალი სიჭინავას თქმით, ამ ეტაპისთვის ცნობილია, რომ ქალაქ ოზურგეთის ოთხ სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდება სამშაბათს. „ქალაქის #1, #2, #3 და #4 საჯარო სკოლები მზად არიან მიიღონ მოსწავლეები და აქედან გამომდინარე ხვალ, სამშაბათს განახლდება სასწავლო პროცესი. რაც შეეხება ორ კერძო სკოლას, რომელიც ქალაქის ტერიტორიაზე არის, იქ სასწავლო პროცესი ამ ეტაპზე არ განახლდება,“ - გვითხრა ლალი სიჭინავამ. როდის განახლდება სასწავლო პროცესი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ამ ეტაპზე დაზუსტებული არ არის. „ოთხშაბათს სიტუაციიდან გამომდინარე ვიმოქმედებთ და შემოგვიერთდება სოფლის რამოდენიმე სკოლა,“ - აღნიშნა ლალი სიჭინავამ ჩვენთან სატელეფონო საუბრის დროს. მისივე თქმით, პარასკევიდან საგაზაფხულო არდადეგები იწყება, რომელიც 1 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ახლახანს მოგვაწოდეს ინფორმაცია, ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან, რომ ხვალ ურეკის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი იწყება.