შაბათი, ივლისი 18, 2026

ოპოზიცია დედაქალაქში მორიგ მწვავე საპროტესტო აქციას აანონსებს


ოპოზიცია დედაქალაქში მორიგ მწვავე საპროტესტო აქციას აანონსებს

ოპოზიცია დედაქალაქში მორიგ მწვავე საპროტესტო აქციას აანონსებს. როგორც ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა, ხვალ მსვლელობა ავტოკოლონებით სამი ლოკაციიდან 14 საათზე დაიწყება. "გაიმართება მორიგი მწვავე საპროტესტო აქცია თბილისში. ხვალ, გაიმართება აქცია-მსვლელობა ავტოკოლონებით. შეკრების ადგილი იქნება სამი - 14:00 საათზე. ჩვენ შევიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე, აღმაშენებლის ხეივანზე - ცესკოსთან, მესამე ლოკაცია - ნაციონალური მოძრაობის ცენტრალური ოფისი, კახეთის გზატკეცილზე, რათა ხმამაღლა გავაპროტესტოთ საქართველოს და ევროკავშირის დროშებით, სიგნალებით - რუსული რეჟიმი და მისი არაადამიანური სახე", - განაცხადა ნიკა მელიამ.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია