- თებერვალი 25, 2022
ჯანმრთელობა და ფეხით სიარული – კვლევა
- ივნისი 05, 2024
- , სამართალი
ახალი კვლევის მიხედვით, დღეში 5 ათას ნაბიჯამდე გავლაც დადებითად აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე. კვლევა პოლონეთის ლოდზის სამედიცინო უნივერსიტეტისა და აშშ-ის ჯონს ჰოპკინსის მედიცინის სკოლის სპეციალისტებმა ჩაატარეს. მათ 226 ათასზე მეტი ადამიანის მონაცემების შეისწავლეს. დადგინდა, რომ დღეში 4 ათასი ნაბიჯის გადადგმა ამცირებს ნაადრევი სიკვდილის რისკს, 2 300 ნაბიჯზე მეტი კი დადებით გავლენას ახდენს გულსა და სისხლძარღვებზე. საინტერესოა, რომ 4-ათასიანი ნიშნულის შემდეგ ყოველი დამატებითი 1000 ნაბიჯი ნაადრევი სიკვდილის რისკს 15%-ით ამცირებს. [simple-author-box]