შაბათი, ივლისი 18, 2026

ირაკლი კობახიძე – ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებული სამუშაოები ივნისში დაიწყება


ირაკლი კობახიძე – ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებული სამუშაოები ივნისში დაიწყება

გეგმა არის უკიდურესად კონკრეტული. მაისში დასრულდება პროცედურები, რაც ტენდერთან არის დაკავშირებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ანაკლიის პროექტს ეხებოდა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ივნისში დაიწყება უკვე სამუშაოები. „დაახლოებით 2 წელი დასჭირდება პირველ, ძირითად ფაზას. რაც შეეხება პირველ გემს და ა.შ. მთავარია ჩვენთვის, რომ პირველი ფაზა 2 წელიწადში წარმატებით დასრულდეს. ამაზე არის მთლიანად კონცენტრირებული ჩვენი მუშაობა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია